გია ვოლსკი - ამილახვარს არ აქვს ის თვისება, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის იქნას მისი რესურსი და ენერგია გამოყენებული

ამილახვარს ის თვისება არ აქვს, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის იქნას მისი რესურსი და ენერგია გამოყენებული, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, უკავშირდება თუ არა გიორგი ამილახვარით მიხეილ ჩხენკელის ჩანაცვლება განათლების მინისტრის პოსტზე საპროტესტო აქციებს და მიზნად აქვთ თუ არა სტუდენტების გაჩუმება.

ვოლსკის განცხადებით, ამილახვარი "აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა".

"გიორგი ამილახვარს არც ეს თვისება აქვს და რომ ჰქონოდა ჩვენს გუნდში არ მოხვდებოდა, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის იქნას მისი რესურსი და ენერგია გამოყენებული, აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა - ინტელექტუალური, კარგი ახალგაზრდა, ქვეყნისთვის თავდადებული და მაღალი დონის სპეციალისტი", - აცხადებს ვოლსკი.

რაც შეეხება დეპუტატების სურვილს დატოვონ მანდატები, ვოლსკი აცხადებს, რომ ამაში სკანდალური არაფერია, თუმცა, არც სასიამოვნო პროცესია.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს სურთ იმუშაონ სპეციალობით, თუმცა პარტიის დატოვების სურვილი არ აქვთ.

"ფაქტია, რომ ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ, რადგან არ სურთ, რომ "ქართული ოცნება" დატოვონ, როგორც ასეთი და სურთ იმუშაონ სპეციალობის მიხედვით, რაზეც განცხადებებს აკეთებენ. ამაში რაიმე დაფარული მოსაზრება არ არსებობს. ასეთი რამ არ არსებობს, როგორ შეიძლება გუნდმა აიძულოს მანდატი დატოვოს, პარტიიდან გარიცხოს, ასეთი მეთოდი არასდროს არ გამოყენებულა და არც ასეთი რესურსი არ არსებობს საქართველოში, ჩვენში, რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ადამიანის ნების დასათრგუნად", - განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „დასჯის მცდელობები უნახავთ წარსულში“, ვოლსკი აცხადებს, რომ ადამიანის ნებას არ უპირისპირდება და ზოგჯერ დაპირისპირების ორმხრივი სურვილი არსებობს, ხოლო დაპირისპირების ეს ხარისხი, "დღესდღეობით არ არის".

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას