ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესის ფარგლებში გამართულ პანელზე, სადაც საქართველოს, უზბეკეთის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, ბოსნიის და პოლონეთის ბიზნესომბუდსმენები მონაწილეობდნენ ირაკლი ლექვინაძემ ქვეყანაში არსებულ კონკურენტულ გარემოზე, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურად ითანამშრომლონ.

მოწვევის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ვარშავაშიც, პოლონეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატაში, პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის ოფისში და ვარშავის სეიმში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას