ომბუდსმენობის კანდიდატი დეპუტატებს - მაპატიეთ, მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში - თქვენ მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი

მაპატიეთ, მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში. საერთოდ, არანაირად შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, აქაურ, თქვენ მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი. მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლევან კოკორაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც დეპუტატების შესაბამის შეკითხვებს უპასუხა.

ომბუდსმენობის კანდიდატმა შემფასებელთა ჯგუფის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და იმაზე ისაუბრა, ადრე რა მიმართულებით უმუშავია.

„ჩემი აზრით, შემფასებელთა ჯგუფს ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონოდა და მაგალითად, ამოეღო გახმაურებული საქმეები, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია და მოგებით დამიმთავრებია. თუნდაც 2004 წელს გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მიცვალებულით გზის გადაკეტვის შემთხვევა - 83 წლის ქალი ბოსტანში მოკლეს და მისი შვილი, 25 წლის ბიჭი უკანონოდ დააპატიმრეს. შემდეგ მე გავამართლე და ის ქალი ვეღარ გავაცოცხლე. იმ ქალის მკვლელობისთვის პასუხი არავის უგია.

ასევე შემფასებელთა ჯგუფს შეეძლო ამოეღო ჩემი საქმე პანკისის ხეობაში ცეზარ ბორჩაშვილი მთელი ბრახა-ბრუხით რომ დააპატიმრეს და ომი მოუწყო თავად შს სამინისტრომ, შევარდნაძემ და კობა ნარჩემაშვილმა რომ აქ ვერტმფრენით ჩამოაფრინეს, დააპატიმრეს და პატიმრობის [წინასწარი პატიმრობის] 9 თვიანი ვადა მე-10 თვემდე გაუგრძელეს. გავათავისუფლე, შემდეგ გავამართლე. ეს საქმე ამოეღოთ და ა.შ. ამით ემსჯელათ თუნდაც ჩემი ცოდნის შესახებ. მაპატიეთ, მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში. საერთოდ, არანაირად შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, ცხოვრებას, აქაურ, თქვენ მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი. მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი. რაც შეეხება იმას, რომ კეთილსინდისიერების მიმართულებით ვიღაცამ დაბალი ქულით შემაფასა, კი ბატონო, არაუშავს, ეს პრობლემა არ არის, მე ვიცი რაც ვარ, კეთილსინდისიერი ვარ თუ არაკეთილსინდისიერი, მაგრამ მაგ მხრივაც თუ ინტერნეტიდან ამოიკითხა რაღაც და ამით დაასკვნა, რომ ეს ნაკლებად კეთილსინდისიერია და არ ეკუთვნის მაღალი ქულა, ეს მისი საქმე და პრობლემაა“, - განაცხადა ლევან კოკორაშვილმა

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კითხვით მიმართა ლევან კოკორაშვილს, ყვარლეში რაიმე არჩევით თანამდებობაზე რომ წარედგინა საბუთები, აირჩევდნენ თუ არა მას. აღნიშნულმა კითხვამ კანდიდატის უკმაყოფილება გამოუწვია და დეპუტატს მიმართა, თუ რატომ იწუნებდა მის დოკუმენტაციას. როგორც ნატო ჩხეიძემ განმარტა, დოკუმენტაციას შინაარსობრივად არ იწუნებს, არამედ იწუნებს მხოლოდ იმ კუთხით, რომ „დაწერილი იყო მესამე პირში და გრამატიკულად აბსოლუტურად არეულ-დარეული“.

„ქალბატონო ნატო, მე ვერ მივხვდი რას უწუნებთ ჩემს საბუთებს, დოკუმენტაციას, არ ვგულისხმობ იმ რაღაც შეცდომას, რაც ერთ-ერთმა გამგეობის წევრმა დაუშვა. დანარჩენს რას უწუნებთ? ჩემი CV-ით და დოკუმენტაციით, რატომ არ ამირჩევდნენ? დიპლომი გამაჩნია, გამოცდილება გამაჩნია, დახასიათება გამაჩნია. ახლა, თქვენ წინაშე რომ მაღალფარდოვნად და რაღაც ქარაგმებით არ ვსაუბრობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მართლა არ ვარ... მაპატიეთ, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, ეს გაიფიქროს მაინც“, - განაცხადა ლევან კოკორაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას