ანა წითლიძე პაპუაშვილს - სად არის კახა კუჭავა, რომელსაც მთელი საქართველო ეძებს? - რა უფრო მნიშვნელოვანი პროექტი ჩააბარეთ მას, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეობა იყო?

იქნებ გვითხრათ, სად არის კახა კუჭავა, რომელსაც მთელი საქართველო ეძებს? რა უფრო მნიშვნელოვანი პროექტი ჩააბარეთ მას, ვიდრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობა იყო? - ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომლის ყოველწლიურ მოხსენებას ამ წუთებში პარლამენტში უსმენენ. წითლიძე დაინტერესდა, სად არის ახლა კახა კუჭავა და რატომ არ განხორციელდა დაანონსებული პროექტი, რომლისთვისაც მას უნდა ეხელმძღვანელა.

„თქვენამდე პარლამენტის თავმჯდომარე იყო ბატონი კუჭავა, რომელიც წასვლამდე თუ გათავისუფლებამდე, თუ კაცმა არ იცის, როგორ დაიკარგა ეს კაცი, ამბობდა, რომ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო გეგმები საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით. დაგვიანონსეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისთვის უნდა ეხელმძღვანელა. იქნებ გვითხრათ, სად არის ეს კაცი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებს, რა უფრო მნიშვნელოვანი პროექტი ჩააბარეთ მას, ვიდრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობა იყო?”- მიმართა წითლიძემ შალვა პაპუაშვილს.

წითლიძის ამ კითხვას უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტი, რასაც კახა კუჭავამ უნდა უხელმძღვანელოს, პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა, ის აუცილებლად განხორციელდება.

„ძალიან საინტერესო კითხვა დასვა ქალბატონმა ანამ, მთელი საქართველო ეძებს ბატონ კუჭავასო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კახა კუჭავა არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი გუნდის, ჩვენი დიდი ოჯახის ძალიან ღირსეული წევრი, ერთ-ერთი ლიდერი და ის პროექტი, რომელსაც კუჭავა უხელმძღვანელებს და რომლის დაგეგმვაც მიმდინარეობს, სწორედ პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო და აუცილებლად მთელი საზოგადოება გაიგებს ამ პროექტის თაობაზე”, - განაცხადა მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას