ირაკლი კობახიძე გახარიაზე - გახსოვთ, რომ იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში - შეიძლება ამის უკანაც იყოს „ნაცმოძრაობის“ კვალი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის ალიანსი არსებობს და ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციის არსებობაზე ინფორმაცია თავად მაშინ დაადასტურეს, როცა კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში გააფორმეს.

„არის დეტალები, რომელიც ამ ალიანსის კავშირებს უკავშირდება, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია ჩვენი გუნდიდან გავიდოდა. ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის საინტერესო. ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას. შეიძლება ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება ეს იყოს კონკრეტული საკითხები, რომელიც ამ ალიანსით იქნა ნაკარნახევი და ა.შ. გახსოვთ, რომ იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში... შეიძლება ამის უკანაც იყოს „ნაცმოძრაობის“ კვალი და ამაზეც გავაცნობთ ინფორმაციას საზოგადოებას. ზუსტად ერთი წელი გამოვიარეთ, 18 თებერვალს ძალიან რთული დღე იყო. გახსოვთ, გიორგი გახარიას გადადგომა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიხარული, რომელიც ძალიან მალე შეიცვალა განსხვავებული ემოციებით, როცა გუნდმა აჩვენა ერთიანობა და პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დავასახელეთ. 18 თებერვალს განვაცხადეთ, რომ როგორც კი მთავრობა დამტკიცდებოდა, აღსრულდებოდა კანონი. გუნდის ერთიანობით ჩვენ მოვახერხეთ ამ ურთულესი პროცესებიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოსვლა. რაც შეეხება გახარიას მერობას, ბუნებრივია, ყოფილი პრემიერები ბრინჯაოს მედლისთვის არ იბრძვიან. მან წინასწარ იცოდა, რომ თბილისში ორნიშნა შედეგსაც კი ვერ მიიღებდა. მიზანი იყო ნიკანორ მელიას როგორმე მეორე ტურში გადაყვანა, თუმცა, მან მთავარი დავალება ვერ შეასრულა, ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოეცილებინა 43%-იან ნიშნულს არჩევნებში. ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, შესაბამისად, ამ პროცესებიდან ძლიერები გამოვედით,“- განაცხადა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა