ირაკლი კოვზანაძე - 2021 წელი რეცესიიდან გამოსვლის პრობლემების დაძლევის წელი იყო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2021 წელი სწრაფი ეკონომიკური აღდგენის წელი იყო.

როგორც კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გასულ წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.6 %-ით, რომელმაც 2020 წლის რეცესიის დანაკარგები გადაფარა.

“2021 წელი რეცესიიდან გამოსვლის პრობლემების დაძლევის წელი იყო. სახელმწიფო ბიუჯეტი იყო (და არის) ხელისუფლების ძირითადი ინსტრუმენტი, რამაც ადეკვატურად იმუშავა 2021 წლის განმავლობაში როგორც დაზღვევის, ასევე სტიმულირების კუთხით“, - აღნიშნა თანამომხსენებელმა და მიღწევებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის არაპროგნოზირებად კოვიდინფექციასა და ფასების ზრდაზე.

“2020-2021 წლებში ჩვენ კოვიდთან ბრძოლა 7.5 მლრდ ლარზე მეტი დაგვიჯდა, რაც მშპ-ს 10.5%-ია და უზარმაზარი თანხაა, წარმოიდგინეთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ რესურსებით, რომ არა კოვიდი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ინფლაციას, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა ფასების ზრდა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

“აქ ორი ძირითადი ბერკეტი არსებობს - საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დროული რეაგირება (მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ვგულისხმობ) და მეორე - საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების და ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელ პერიოდში სახეზე გვაქვს სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრული გაზრდა 8%-დან 10.5%-მდე და ფინანსთა სამინისტროს მიერ დეფიციტის შემცირება 9.3%-დან 4.4%-მდე. ვფიქრობ, როგორც ამას ეროვნული ბანკი ჩვენ გვპირდება, ინფლაციაც ქვემოთ წამოვა. ასევე ვისურვებდი, დეფიციტის მაჩვენებელი ჩამოცდეს 4%-ს. ვთვლი, სწორი იქნება რომ ფინანსთა სამინისტრომ 2022 საბიუჯეტო წლის განმავლობაში წარმოშობილი რეზერვი მიმართოს დეფიციტის შემცირების მიმართულებებით. ეს იქნება მათი მნიშვნელოვანი წვლილი მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საქმეში და ინფლაციის შემცირების კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა