ლევან დავითაშვილის განცხადებით, საჯარო და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაანონსებული პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საჯარო და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაანონსებული პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, სადაც სხვადასხვა სამინისტროსა და კერძო სექტორის ის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომელთაც პროექტში მონაწილეობის სურვილი აქვთ.

ამ საკითხზე დავითაშვილმა სამშენებლო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ პროექტის კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ მოისმინა როგორც სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების, ისე საბანკო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები.

მინისტრის თქმით, პროექტს მთავრობა, სავარაუდოდ, მარტში დაამტკიცებს.

„დღევანდელი დღე იყო დიალოგის დაწყება კერძო სექტორთან. გვინდა პროექტი იმგვარად შევიმუშაოთ, რომ მაქსიმალური იყოს პროექტში კერძო სექტორის ჩართულობა, შესაბამისად, მათი მოსაზრებები იყოს გათვალისწინებული, რათა პროდუქტი იყოს ქმედითი, განხორციელებადი და შედეგიანი ყველა მონაწილისთვის; დაცული იყოს სახელმწიფო ინტერესები, ასევე ბენეფიციარების ინტერესები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო სექტორის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ბევრ დეტალსა და ვერსიაზე ვისაუბრეთ. ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა და ვარიანტი განიხილება, იყო საინტერესო მოსაზრებები სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანიების მხრიდან. იყო მოსაზრებები ბანკების მხრიდანაც - საუბარია გრძელვადიანი ხელშეკრულების პირობებში გარკვეულ დაცულობის ელემენტებზე. ეს შეიძლება იყოს საფინანსო ინსტრუმენტები, რომელსაც გამოვიყენებთ. ბევრი ტექნიკური დეტალი დაზუსტდება. რაც შეეხება პროგრამის დაწყებას, ეს არის ახალი პროგრამა, დამატებით იმაზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების თუ შესყიდვის კუთხით. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ კერძო სექტორში მოვიზიდოთ დაახლოებით 1 მლრდ ლარი. ეს შეიძლება იყოს ფინანსები, რომელსაც საბანკო სექტორი გამოყოფს ამ მიმართულებით და 1 მლრდ ლარი არის მნიშვნელოვანი დამატებითი ზრდა ეკონომიკისთვის. თანაც ვსაუბრობთ სამშენებლო სექტორზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყენებს ადგილობრივ ნედლეულსა და მასალებს. აქ არის დასაქმების მთელი ჯაჭვი, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ წარმოებას.

საბოლოოდ შედგა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ ასოციაციები, ასევე კომპანიები, რომელთაც მონაწილეობის სურვილი აქვთ. ჩვენი მხრიდან, სამინისტროდან წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ადამიანი, ასევე სხვადასხვა უწყებიდანაც. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. შემდეგში გვექნება ჩამოყალიბებული პროექტების სხვადასხვა ვარიანტის განხილვა, რათა შეჯერებული პროექტები გვქონდეს და მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ პროექტი ამოქმედდეს.

მომდევნო სამუშაო შეხვედრა შეიძლება გაიმართოს თვის ბოლოს. ჩვენ ამ პერიოდში ვაგროვებთ ინფორმაციას. სხვადასხვა უწყებიდან ხდება ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. ეს შეიძლება შეეხოს საცხოვრებელ ფართებს, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, გარკვეულ საოფისე ინფრასტრუქტურას. ვფიქრობთ, მარტის თვეში პროექტი უნდა იყოს მოწონებული მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა