ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან არ ხდება დამატებითი ფაქტორების გავლენა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით განუცხადა.
“ლარის კურსი მერყეობს. წონასწორობის წერტილი დაფიქსირდება, ეს არის ბუნებრივი პროცესი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.