ყველამ ხელი უნდა გავანძრიოთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დავიწყების ორმოდან ამოსათრევად - თუ გვინდა მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ დასავლეთთან!,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველო „კოლაბორაციონისტი და მხდალი ოლიგარქის წყალობით, დარჩა უფრო იზოლირებული და დაუცველი“.
„უკრაინის მთელი კრიზისიდან, უკრაინა გამბედაობისა და ერთიანობის, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერის შედეგად, უფრო წელგამართული და გამარჯვებული გამოდის, ვიდრე ოდესმე საუკუნეების განმავლობაში.
როგორც უკრაინის მოქალაქე, მე ამით ვამაყობ. საქართველო თავისი კოლაბორაციონისტი, მხდალი ოლიგარქის წყალობით, დარჩა უფრო იზოლირებული და უფრო დაუცველი, ყველაზე ნაკლები რეპუტაციით ბოლო 30 წლის განმავლობაში.
როგორც ქართველს, მე ამაზე გული შემტკივა და ვიცი, რომ ყველამ ხელი უნდა გავანძრიოთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დავიწყების ორმოდან ამოსათრევად. თუ გვინდა მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ დასავლეთთან!“,- წერს სააკაშვილი.