უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს, სადაც ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ძვირფას დავით ზალკალიანს. უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უსასყიდლოდ არ მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს მხარს უჭერენ“, - აცხადებს დმიტრო კულება.
16 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.