საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამავე წელს დავით ზალკალიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში ატაშეს პოზიციაზე, ხოლო სამ წელიწადში - 1995 წელს იმავე დეპარტამენტში, სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ადგილის დამკვიდრება და მათ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა. ამ პერიოდში საქართველომ დაიწყო თანამშრომლობის გაღრმავება ევროგაერთიანებასთან (მოგვიანებით ევროკავშირი), რომელმაც 1992 წელს საქართველო აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. იმ დროისთვის საქართველოს და ევროგაერთიანების თანამშრომლობა ძირითადად ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საკითხებზე იყო ორიენტირებული, რაშიც დავით ზალკალიანი აქტიურად მონაწილეობდა.

1996-2000 წლებში ზალკალიანმა მუშაობა განაგრძო საქართველოს საელჩოში ავსტრიის რესპუბლიკაში მრჩევლის თანამდებობაზე. მონაწილეობდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ადაპტირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში, ასევე ეუთოს ბუდაპეშტის 1994 წლის, ლისაბონის 1996 წლის და სტამბულის 1999 წლის სამიტებში. დავით ზალკალიანი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში. მისი ავსტრიაში მუშაობის პერიოდში საქართველოს ელჩი ვენაში გამოჩენილი ქართველი დიპლომატი, ლევან მიქელაძე, იყო. შემდგომში ლევან მიქელაძესთან ერთად დავით ზალკალიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში გადაინაცვლებს.

2000-2001 წლებში ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში მრჩევლის პოზიციაზე განაგრძო კარიერა. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

2001-2002 წლებში ზალკალიანი ისევ დაბრუნდა ვენაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

2002-2004 წლებში დავით ზალკალიანმა მუშაობა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელა. მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება აშშ-ს დახმარების გაძლიერება თავდაცვის სფეროში.

2007 წელს ზალკალიანი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, მომდევნო ერთი წლის მანძილზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

2008 წელს დავით ზალკალიანი დაინიშნა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

2015 წელს დავით ზალკალიანმა საქმიანობა განაგრძო ახლად დაფუძნებულ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. ფონდში ყოფნის პერიოდში მისი საქმიანობა იყო დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის კვლევებისა და ადვოკატირების პროექტების განხორციელებასთან, დიპლომატებისთვის შესაძლებლობების გაზრდასთან, აკადემიური და საჯარო დისკუსიების გამართვასთან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.

2016-2018 წლებში დავით ზალკალიანმა კვლავ დაიკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა, ხოლო 2018 წლის 21 ივნისს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს შეხვდა
დავით ზალკალიანი - ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება, მიანიშნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია
ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
გიგი წერეთელი - როცა სამი დეპუტატი გაუშვეს, ვფიქრობდი, რამდენიმე ოპოზიციონერი მაინც იტყოდა: "არაფერი მესაქმება იმ პარლამენტში, სადაც არაფერს წარმოვადგენ" - როცა ჯიუტად ამტკიცებ, რომ არაფერი გეშლება, მომავალშიც ბევრჯერ შეგეშლება
დმიტრო კულება - მადლობა დავით ზალკალიანს - უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას, ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უსასყიდლოდ არ მოიპოვება
საქართველოში უკრაინის საელჩოში, ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
დავით ზალკალიანი - კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლებისა და მისთვის ბრძოლის ფასი
იგორ დოლგოვი - არც უკრაინამ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე  ვიყოთ ნატო-ში - ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს
დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანი კელი დეგნანს შეხვდა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობაში არანაირი ცვლილება არ იგეგმება
„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს
დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გიორგი ბადრიძე - საქართველო „ჩირგვში ჯდომის“ პოზიციის გამო  შეიძლება აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, რომელიც თავისუფალ სამყაროს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან გაყოფს
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა