16 თებერვალს, 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრები ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო კორუფციული სქემის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართავენ. საკითხი ეხება ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო ინტერესებს ნავთობის გადაზიდვების ბიზნესში.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი N72
საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118
16 თებერვალს, 10:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული).
16 თებერვალს, 11:30 საათზე, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65
16 თებერვალს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.
16 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.
16 თებერვალს, 12:00 საათზე, „დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის“ ასოციაციის წევრებისთვის სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დაგეგმილია დისკუსია თემაზე - „შრომითი ურთიერთობები ტურიზმის სექტორში პოსტპანდემიურ პერიოდში“.
თემა: შრომის კანონმდებლობის ცვლილებები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ტურიზმის სექტორისთვის, ასევე ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობა.
შეხვედრას გახსნიან ნატალია კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე და ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.13