„ნაციონალური მოძრაობა" - არაერთხელ მითქვამს, დააფასეთ ქართველი ადამიანის შემწყნარებლობა. ამ უტიფრობას, ამ სირცხვილს, ამ ამორალურობას ვერავინ გაპატიებთ. შეუძლებელია თქვენი დაბრუნება ხელისუფლებაში. ერთადერთი რაც შეგიძლიათ, მოინანიოთ და ჩადგეთ სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში. თუ არადა გარანტირებულია თქვენი პოლიტიკური სანაგვე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს საზოგადოებას ის დანაშაულები და შეურაცხმყოფელი ქმედებები დაავიწყოს, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანაში ხდებოდა, თუმცა ეს შეუძლებელია.
"რა ბოროტება ჩაიდინეს, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სიკვდილიანობა, გაუპატიურება პენიტენციურ დაწესებულებაში. ახალაიების და ქარდავების მიწურებში როგორ აუპატიურებდნენ ქართველ მამაკაცებს, მტერსაც კი არ ჩაუდენია მსგავსი რამ. ღირსებაზე გველაპარაკებიან. უმაღლესი ღირსების გამოვლენა იყო საკუთარი სამხედროებისთვის ომის დაწყება და კასეტური ბომბებით დაბომბვა. აი, ასეთი მაგალითებით უნდა გავზარდოთ ჩვენ ჩვენი სამხედროები და მომავალი თაობა და ვაჩვენოთ როგორი ლიდერი ჰყავს ქვეყანას, როგორ გარბოდა და რა სამარცხვინოდ იქცეოდა. ან ეს შემოპარვა - რომ ჰგონიათ, რომ ვაჟკაცობად უნდა ჩავუთვალოთ, რომ ჩამოვიდა და ჩაბარდა და აგერ, სამშობლოსთვის იღწვის, როგორ შემოიპარა იმ არეულობისთვის, რომელიც ვერ მოახერხა და დააკავეს. კი არ ჩაბარდა - დააკავეს! აი, ასეთი სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით. 30-მდე სტრატეგიული ობიექტი გაყიდეთ თქვენ ომის შემდეგ, მტერს ეძახით და 30-მდე სტრატეგიული ობიექტი მიყიდეთ. როგორ შეიძლება თქვენზე საერთოდ საუბარი.
"ნაციონალური მოძრაობა" - არა ერთხელ მითქვამს, დააფასეთ ქართველი ადამიანის შემწყნარებლობა. ამ უტიფრობას, ამ სირცხვილს, ამ ამორალურობას ვერავინ გაპატიებთ. შეუძლებელია თქვენი დაბრუნება ხელისუფლებაში. ერთადერთი რაც შეგიძლიათ მოინანიოთ და ჩადგეთ სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში. თუ არადა გარანტირებულია თქვენი პოლიტიკური სანაგვე. მაგრამ იმ პარტიებს, რომლებიც თანამშრომლობთ და კოალიცია გინდათ შექმნათ, ვის გინდათ რომ პასუხი გასცეთ? ჩვენს მომავალ თაობას? ამის ჩამდენ პოლიტიკურ პარტიას? სააკაშვილს, რომელსაც ყველა ემსახურებით? როგორ გინდათ გააგრძელოთ ურთიერობა? შეუძლებელი იქნება ეს.
სულ ვფიქრობდი მიხეილ ნანეიშვილმა რატომ დაარქვა ამ პარტიას „უჯიშოთა ჯიში“. აი, ყველაფერს კადრულობენ. უნდათ, რომ საკუთარ საზოგადოებას დაავიწყონ ის ამორალური და შეურაცხმყოფელი მიდგომა და დანაშაულები საკუთარი მოსახლეობის მიმართ. შეუძლებელია ამის დავიწყება. მოგიწოდებთ კოლეგებო, მოეგეთ გონს და თუ გაქვთ შესაძლებლობა, ჩადექით სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.