მე, ნამდვილად არ შემიძლია ზნეობაზე, კონსტიტუციაზე ვესაუბრო ან ზოგადად, სამართლებრივ ასპექტებზე იმ ადამიანებს ვინც ფიქრობენ, რომ საქართველო ჩაძირული უნდა იყოს ჭაობში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც მმართველ პარტიას მიმართა.
ამასთან, დეკანოიძემ სამი დეპუტატისთვის მანდატების შეწვეტას პოლიტიკური ქურდობა უწოდა და აღნიშნა,რომ ეს მხოლოდ მმართველი პარტიის უნდობლობას მიუთითებს.
„რა ირონიაა, უმრავლესობას მივმართავ, საუბრობთ ევროპარლამენტზე, საქართველოს დასავლურ ინტერესებზე, დიდი ბრიტანეთში სხვადასხვა ვიზიტებზე და ამ დროს, საქართველოს დემოკრატიის ინდექსი კიდევ ერთი ნაბიჯით უკან გადაიდგა, მაშინ, როდესაც ისეთი ქვეყნებიც კი უსწრებენ საქართველოს, სადაც დემოკრატია ნამდვილად დიდი ხანია წინ არ წასულა. თუმცა, გულწფელად, რომ გითხრათ, არ მიკვირს იმ პოლიტიკური დაჯგუფებისგან, რომელიც ერთი ადამიანის სამსახურში ჩამდგარა მხოლოდ და სხვა არაფერი აინტერესებს, არ მიკვირს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავს და რომელიც რეალურად, გავრილოვს და დიახ, რუსეთის მაამაბლურ პოლიტიკას ეკეკლუცება. მე არ მიკვირს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის რეზოლუციაში არ ახსენოს რუსეთის ფედერაცია. ეს არ მიკვირს, როდესაც დღეს ეს პოლიტიკური ძალა აპირებს საპარლამენტო მანდატი შეუწვიტოს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს, საკუთარ კოლეგებს და ეს ადამიანიები უბრალოდ, საკუთარი გადაწყვეტილებით პარლამენტის მიღმა დატოვოს“, - განაცხადა დეკანიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს ქმედებები ოპოზიციას არ დაასუსტებს, მათ შორისც არც მიხეილ სააკაშვილს.
„თქვენ გგონია, რომ რეალურად ეს პარლამენტიც, ქვეყანაც, ეზოც, შენობებიც, საქართველოს ბიუჯეტიც, ადამიანები და ყველაფერი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და თქვენ გეკუთვნით, მაგრამ ძალიან ცდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ისტორიაში ძალიან ბევრჯერ გვინახავს ისეთი მაგალითები, როდესაც ერთი ადამიანის უზღვავი ძალაუფლების კონცენტრაცია ამ ადამიანების გაქცევით და რეალურად მათ მიმართ ძალიან სერიოზული სამსჯავროზე გამოტანით დასრულებულა. ამიტომ ახლა,მე ნამდვილად არ შემიძლია ზნეობაზე, კონსტიტუციაზე ვესაუბრო ან ზოგადად სამართლებრივ ასპექტებზე იმ ადამაინებს ვინც ფიქრობენ, რომ საქართველო ჩაძირული უნდა იყოს ჭაობში. როგორც გვიყვებოდნენ ჩვენი კოლეგები, რომ თურმე საქართველოს საკითხი კი არ გამქრალა, არამედ კიდევ უფრო დიდად არის წამოწეული. ჰკითხეთ ევროპარლამენტში კოლეგებს თქვენზე, თქვენს პოლიტიკურ ძალაზე ან როგორ აქვთ წარმოდგენილი საქრათველოს დემოკრატიული მომავალი. ვფიქრობ,რომ ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის და ყველა იმ ადამიანის, ვინც შინაგანად თქვენს წინააღმდეგ არის, განხორცილებული რეპრესიებით მხოლოდ აჩვენებთ საკუთარ სისუსტეს, შინაგან უნდობლობას თქვენი ერთპიროვნული პატონის მიმართ და აჩვენებთ იმ უნდობლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ გაგაჩნიათ. თქვენ მხოლოდ ერთ ადამიანს ენდობით და არ ენდობით დემოკრატიას, არც საქართველოს მოქალაქეებს და ისინი განწირული გყავთ შიმშილისთვის,სიცივისთვის და არავითარი კეთილდღეობისთვის. ამიტომ, ეს პოლიტიკური თაღლითობა, ქურდობა რასაც დღეს თქვენ აპირებთ, ბატონებო, ეს მხოლოდ მიუთითებს თქვენს ძალიან სერიოზულ დაუწმუნებლობაში, უნდობლობაში“, - აცხადებს დეკანოიძე.