ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - მოგიწოდებთ, რომ თუ გამოიტანთ ამ საკითხს, კენჭი არ უყაროთ დადებითად კოლეგებისთვის მანდატის ჩამორთმევას

ძალიან მძიმე უნდა იყოს, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის და თქვენგანისთვის ხელის დაჭერა კოლეგისთვის მანდატის წართმევაზე - მე მოგიწოდებთ ღიად, რომ თუ გამოიტანთ ამ საკითხს, კენჭი არ უყაროთ დადებითად კოლეგებისთვის მანდატის ჩამორთმევას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დეკანოიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მისი თხოვნა, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი სესიაზე განსახილველად არ გამოეტანათ, არ დააკმაყოფილა.

„უნდა მოგიწოდოთ, რომ დღეს არ გაიტანოთ ეს საკითხი პარლამენტის სასესიო სხდომაზე განსახილველად და რეალურად შეხედოთ როგორც დემოკრატიისთვის ძალიან მძიმე დარტყმას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ვგულისხმობ ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს, რომლებსაც მიანიჭა საქართველოს მოქალაქეებმა მანდატი. ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი მათ შორის პარლამენტში. როდესაც ჩვენ განცხადებები დავწერეთ და 6 თვე მთელი ოპოზიცია ბოიკოტში იყო და ვთხოვდით უმრავლესობას შეეწყვიტა ჩვენთვის მანდატები, მაშინ თქვენ ამის პოლიტიკური ნება არ გამოიჩინეთ, ამიტომ ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილის მიმართ მსგავსი ღონისძიების გატარება რეალურად იქნება ძალიან დიდი დარტყმა საქართველოს დემოკრატიისთვის,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათ პარლამენტის რეგლამენტი ავალდებულებს, რომ აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე დადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა