პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
„გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, თამაზ მეჭიაური, რომელიც გახლდათ მე-4, მე-5 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. ის გახლდათ მუნიციპალიტეტის მერი, წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო პოლიტიკასთან და პარლამენტთან და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარებაში. მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს და გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.