შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორ დეპუტატს, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებაც დღეს იმსჯელებენ, 70 პლენარული სხდომიდან, 70-ვე გაცდენილი აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორ დეპუტატს, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებაც პარლამენტმა დღეს უნდა იმსჯელოს, მე-10 მოწვევის პარლამენტის 70 პლენარული სხდომიდან, 70-ვე გაცდენილი აქვს.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, არცერთ სხდომაზე არ დასწრება ეს არის უპატივცემლობა დემოკრატიული ინსტიტუტის, რომელსაც პარლამენტი ჰქვია.

„დღეს გაიმართება მე-10 მოწვევის პარლამენტის 70-ე პლენარული სხდომა. 2 დეპუტატს, რომელზეც დღეს არის საუბარი, 70 სხდომა აქვთ გაცდენილი. ეს, ჩემი აზრით, არის უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული ინსტიტუტის მიმართ, როგორიც არის პარლამენტი, უპატივცემლობა. ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემლობაა. თუმცა, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საკუთარ ამომრჩევლებთან უნდა გაარკვიონ. 70 სხდომის გაცდენა ანუ არცერთ სხდომაზე არ დასწრება ეს არის უპატივცემლობა დემოკრატიული ინსტიტუტის, რომელსაც პარლამენტი ჰქვია,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურაზე დადგება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა