საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ყოფილი წევრის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პარლამენტის მე-4, მე-5 და მე-8 მოწვევის წევრის, თამაზ მეჭიაურის ოჯახს, მის ახლობლებს და ნათესავებს. თამაზ მეჭიაურის დიდი წვლილი აქვს შეტანილი საპარლამენტო ცხოვრების განვითარებაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.