არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილისთვის პაემნის უფლების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციაზე - ვის თუ არა, სააკაშვილს ამაზე პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს

გამოდის, რომ სააკაშვილის ოჯახის აზრით, ჩვენი ათი ათასამდე თანამოქალაქე, რომელიც მსჯავრს იხდის, ზეწოლის ქვეშაა და მხოლოდ სააკაშვილს აქვს პრეტენზია ამ ზეწოლაზე - ვის თუ არა, მიხეილ სააკაშვილს ამაზე პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პაემნის უფლება შეუზღუდეს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სააკაშვილი მიიღებს იმას, რაც სხვა პატიმრებისთვისაც გარანტირებულია.

„გამოდის, რომ ათი ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც დღეს მსჯავრს იხდის სასჯელაღსრულების სისტემაში, სააკაშვილის ოჯახის აზრით, ყველა ზეწოლის ქვეშაა და მხოლოდ სააკაშვილს აქვს პრეტენზია ამ ზეწოლაზე. დანარჩენებმა, მისი აზრით, არ იციან თავისი უფლებები, არ აქვთ კანონი წაკითხული, ეკუთვნით პაემანი ყოველ დღე, მაგრამ თვითონ ამბობენ ამაზე უარს? წაიკითხეთ პატიმრობის კოდექსი, წაიკითხეთ ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც არეგულირებს ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან შეხვედრებს და ნახავთ, რომ ვის თუ არა, მიხეილ სააკაშვილს ამაზე პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. მიიღებს იმას, რაც სხვა პატიმრებისთვისაც არის გარანტირებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს განუცხადეს, რომ ის მხოლოდ თვეში ერთხელ ისარგებლებს პაემნის უფლებით. მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილისთვის არ განუმარტავს. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, აქამდე მიხეილ სააკაშვილი თვეში ორჯერ სარგებლობდა პაემნის უფლებით.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა