ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება აზიანებს პროცესს, რომელიც საჭიროა კოვიდის მართვის პროცესში, ჩემი აზრით ამგვარი განცხადებები აბსოლუტურად გაუმართლებელია მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვაქცინა "ომიკრონის შტამის შემთხვევებში არ მუშაობს.
წერეთლის თქმით, ასეთი ტიპის განცხადებები აზიანებს კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესს.
„არ ვიცი რა არის საბოლოოდ სურვილი ასეთი განცხადებების, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელიც არის საქართველოში, ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ვაქცინაციის პროცესში, ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება აზიანებს პროცესს, რომელიც საჭიროა კოვიდის მართვისას. ამგვარი განცხადებები აბსოლუტურად გაუმართლებელია, მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირების მხრიდან“, - განაცხადა წერეთელმა.