ვაქცინაციისკენ მოწოდებებს ვუერთდები, თუმცა, ვაქცინა რომ განსხვავებულად მოქმედებდეს სხვადასხვა შტამზე, ბუნებრივია, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, თავად „ბუსტერიც“ გაკეთებული აქვს.
"ყველა ექიმის და სპეციალისტის მოწოდებაა ვაქცინაცია და პირადადაც შევუერთდები მათ. პირადად „ბუსტერიც“ გაკეთებული მაქვს, იანვარში გადავიტანე კოვიდი და ძალიან მსუბუქად, თუმცა, ის, რომ ვაქცინა განსხვავებულად მოწმედებდეს სხვადახვა შტამებზე ბუნებრივია, მაგრამ მეტ დეტალებში ვერ შევალ, სპეციალისტი არ ვარ,“- განაცხადა სუბარმა.
ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში, ვაქცინა არ მუშაობს.