ხათუნა სამნიძე - ვაქცინაზე პრემიერის განცხადება მავნებლობაა და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს - მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით საუბარი ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აღიქვამს ვითარებას ადეკვატურად

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მავნებლობას უწოდებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „ომიკრონის” დროს ვაქცინა უმეტეს შემთხვევაში არ მუშაობს”.

როგორც სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი საკუთარი განცხადებით ანტივაქსერებს ახალისებს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება არის პირდაპირი მნიშვნელობით მავნებლობა და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. როგორც ჩანს, პრემიერი ვერ აცნობიერებს, რომ ვაქცინა არის იმისთვის, რომ სიკვდილიანობა შემცირდეს და ადამიანებმა მარტივად გადაიტანონ, თუ ისინი დაინფიცირდებიან. მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით საუბარი ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აღიქვამს ვითარებას ადეკვატურად. პრემიერის ეს განცხადება ახალისებს ანტივაქსერებს და იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ სრული ინფორმაცია რა საშიშ ვირუსთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს”. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება.

„ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა