როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან კვლავ გრძელდება მორალურად სამარცხვინო და პრაგმატულად ქვეყნისთვის დამანგრეველი ნაბიჯები. ანუ პოზიციონირება დისტანცირებით ამ დაპირისპირებისგან, რომელიც თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთს შორის უკრაინის ფრონტზე მიმდინარეობს “, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოკერია განმარტავს, ასეთი მთავრობის პირობებში, შესაძლოა კიდევ ერთი ისტორიული შანსი გავუშვათ და თაობები გავწიროთ სიცოცხლის საფრთხისთვის და თავისუფლების შეზღუდვისთვის.
„ეს არის ის ფასი, რომელსაც იხდი, როდესაც ასეთი მთავრობა გყავს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ რუსეთის ხსენება არ შეგიძლია, ესე იგი მხარს არ უჭერ უკრაინას, თუ აგრესორს არ ახსენებ. ამის გარდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას, პრემიერს უნდა ემოქმედა. უკრაინაში ჩასვლისა და გამოჩენის გარდა, უნდა ლობირება უნდა მოეხდინა ყველა დასავლურ დედაქალაქში, რომ საქართველოს და უკრაინის პრობლემები იგივეა. ეს არის არა უკრაინისა და საქართველოს პრობლემა, არამედ მათი პრობლემა“,- აცხადებს ბოკერია.
მისივე თქმით, თუ მთავრობა აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში „უნდა ჩავწვეთ და გადავრჩებით, ტყუილია“.
„თუ შენივე მთავრობა გეუბნება მუდმივად, რომ იცი რა, ახლა უნდა ჩავწვეთ და ასე გადავრჩებით, რაც არის ტყუილი, მაშინ ზოგიერთ მოქალაქეს ეს შეიძლება ჭკუაში დაუჯდეს. ჩვენი ვალია ავუხსნათ ყველას, რომ ეს არის სიცრუე, გარდა მორალური სირცხვილისა, პრაგმატულად ბრიყვულად ხალხის მოტყუებაა!“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.