ირაკლი ქადაგიშვილი - ეს არის უკრაინის კანონმდებლობის და პროკურატურის „ნაციონალური მოძრაობისეული" ინტერპრეტაცია - სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს

ეს არის უკრაინის კანონმდებლობის და პროკურატურის "ნაციონალური მოძრაობისეული" ინტერპრეტაცია - სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს, რადგან არანაირი დადგენილება პროკურატურის მხრიდან, რომელიც მას დაზარალებულად ცნობს, არ არსებობს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო.

ქადაგიშვილის განცხადებით, უკრაინის პროკურატურას ვალდებულება აქვს, რომ თუკი დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით მიმართავენ, საქმის წარმოება დაიწყოს და ავტომატურად "ჩართულ მხარეს დაზარალებულის სტატუსი კი არ ენიჭება, განიხილება როგორც დაზარალებული".

„ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს მანიპულაციასთან, ოღონდ ახლა უკვე უკრაინის კანონმდებლობის და უკრაინის პროკურატურის "ნაციონალური მოძრაობისეული" ინტერპრეტაციაა ეს. ზოგადად, უკრაინის კანონმდებლობით, როცა სისხლის სამართლის წარმოებაზე დაზარალებულის მხარე მიმართავს პროკურატურას, ვალდებულება აქვთ მათ, ასეთია მათი კანონმდებლობა, რომ უნდა დაიწყონ საქმის წარმოება და ავტომატურად ჩართულ მხარეს დაზარალებულის სტატუსი კი არ ენიჭება, განიხილება როგორც დაზარალებული, რადგან ამ კუთხით მიმართა. ადვოკატს, რომელმაც მიმართა უკრაინის პროკურატურას, ნაწილობრივი უარი ეთქვა ამ საქმის წარმოებაში მიღებაზე. ეს არის ფორმალური მდგომარეობა, როცა დაზარალებულად გინდა მიმართო პროკურატურას და პროკურატურაც გირეგისტრირებს ამას, დაზარალებულის სტატუსი მას არ აქვს მინიჭებული, რადგან არანაირი დადგენილება პროკურატურის მხრიდან, რომელიც მას დაზარალებულად ცნობს, ან ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობას ან სანქციას ანიჭებს ამასთან დაკავშირებით, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ადვოკატ გრუშოვეცის შეტანილ განაცხადს რა გაგრძელება ექნება, ამას შორი გზა აქვს. ამ ტერმინოლოგიური მანიპულაციით ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი უკვე ცნო დაზარალებულად და ეს როგორც შემდგარი ფაქტი და სამართლებრივი მდგომარეობა ასე წარმოაჩინონ. როცა განაცხადი შეგაქვს, რომ დაზარალებულად მცნეთ, ეს საქმე ასე აღირიცხება",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა