მიხეილ სააკაშვილი - თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს სამ  მთავარ რამეს: წარსული წყენის დავიწყებას, ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას და მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას - დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს

თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს სამ მთავარ რამეს: წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას; დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას; მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას. დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ დისკუსიებს ეხება.

სააკაშვილის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნული თანხმობის შესახებ მხარი თავიდანვე დაუჭირა, თუმცა როგორც თავად განმარტავს, აფიქრებს ის ფაქტორი, რომ პრეზიდენტის მხრიდან ამ თემაზე საუბრის გააქტიურება ქვეყანაში აქციების სულისკვეთების ზრდას ემთხვევა.

„მე თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე და ახლაც მომწონს ზოგადი იდეა. რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ პროცესმა ვერ მიგვიყვანა წარსულის ერთნაირ შეფასებებზე. ასეთი ერთნაირი შეფასება მსოფლიოს უმეტეს ნაწილებში არ არსებობს და იქ რაღაცნაირად ცხოვრობს ხალხი და პოულობს საერთო ენას.

მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენი "9 წელი" ძალიან უარყოფითი იყო. გამოკითხვებში ჩვენი ხალხის 70%-ს იმ წლებთან დადებითი ასოციაციები აკავშირებს. ამიტომ მგონია, რომ თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს სამ მთავარ რამეს:

  1. წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას;
  2. დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას;
  3. მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას.

თუ ეს ყველაფერი აქეთ წავა, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები. უბრალოდ მაფიქრებს დროში ორი დამთხვევა. ჯერ ერთი, შარშან ეს პროცესი დაიწყო როცა ქუჩა დუღდა და გაჩენილმა მოლოდინებმა საპროტესტო ტემპერატურის დაწევას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. იანვარში იყო შესვენება და ახლა, როცა პოლიტიკური პროცესები, მათ შორის საპროტესტო მუხტი ისევ სწრაფად დაიძრა, ხელახლა ჩაირთო პარალელურად "თანხმობის პროცესი".

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს, მაგრამ არ მინდა ნამდვილი პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდეს იმიტაციით და მულიაჟით. მზად ვართ ყველანი, დავეხმაროთ პრეზიდენტს პროცესის შინაარსით შევსებაში და გულწრფელად ვგულშემატკივრობ მას ამაში, მაგრამ ამასთანავე სხვა საქმესაც მივხედოთ ყველამ ერთად, საქმეს!

გვახსოვდეს, რომ დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად და ქვეყნის გადასარჩენად“,- განაცხადა სააკაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა