ანდრია ურუშაძე მიიჩნევს, რომ „მწვანე პასპორტის“ გაუქმებამ კიდევ უფრო წაახალისა ის ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგი არიან

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე მიიჩნევს, რომ „მწვანე პასპორტის“ გაუქმებამ კიდევ უფრო წაახალისა ის ჯგუფები, რომლებიც დღეს ვაქცინაციის წინააღმდეგი არიან.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" განმარტა, ე.წ. მწვანე პასპორტზე თანხის დახარჯვა და შემდეგ მისი გაუქმება, არასწორი ნაბიჯია.

„მესმის იმ ადამიანების მოსაზრება, რომ „მწვანე პასპორტი“ ეფექტურად არ მუშაობდა, მაგრამ რა გზავნილი გავუგზავნეთ ვაქცინაციის და ე.წ. მწვანე პასპორტის მოწინაააღმდეგებს? ამან ხომ უკუშედეგი გამოიღო. ამიტომ, ასეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები იწვევს ბიუჯეტის რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობის დაბნეულობას. კიდევ უფრო წაახალისა ის ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგი არიან“ , - განაცხადა ურუშაძემ.

მისი შეფასებით, პანდემიის მართვა თბილისის გარეთ განსაკუთრებით რთულდება.

„შეიძლება გვქონდეს კლინიკები, რომლებიც სიტუაციას წარმატებულად მართავენ, მაგრამ რაც უფრო ვშორდებით თბილისს, მით უფრო ნაკლები პროფესიული მხარდაჭერა აქვს ექთნების ჯგუფს და ნაკლებია მკაფიო რეკომენდაციები, მათ შორის კონკრეტული შემთხვევების, თუნდაც ბინაზე მართვის, იმიტომ, რომ ბინაზე მართვაში უამრავი ადამიანია ჩართული, რაც პრობლემებს ქმნის, ოჯახის ექიმებს ვგულისხმობ“,-განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, პრობლემური საკითხია ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გაცემული რეკომენდაციები უკავშირდება არასაჭირო ლაბორატორიულ კვლევებს და მედიკამენტებს.

„ადამიანები ჯგუფებად მიჰყავთ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას უკეთებენ, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ხშირად უზარმაზარი რაოდენობის წამალი ინიშნება, რომელიც პირდაპირ მკურნალობასთან დაკავშირებული არ არის. ეს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ჩვენს ოჯახებს. კლინიკურმა ჯგუფმა უნდა დაიცვას თითოეული ოჯახის ინტერესი, რომელიც ამ ავადმყოფობასთან ზოგჯერ მარტო რჩება და სამწუხაროდ, ხშირად იძულებულია ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს არა ექიმისგან ან სამედიცინო პერსონალისგან, არამედ გაკითხვით და გამოკითვით თავის ახლობლებისგან, ხშირად სოციალური ქსელებისგან, რაც ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის“,-განაცხადა ურუშაძემ.

მან ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებებიც შეაფასა, რომელსაც ეპიდსიტუაციის კარგი მართვის არგუმენტად ინფიცირებულთა დაბალ რიცხვს ასახელებს.

„რიცხვებით მანიპულაცია არაკეთილსინდისიერების ერთ-ერთი ნიშანია. გუშინ საქართველოში კოვიდით 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვიცით, რომ მილონ მოსახლეზე გარდაცვალების ყველაზე მეტი მაჩვენებელი გვაქვს და ქვეყნების თითქმის პირველ ათეულში შევდივართ. გარდაცვალების ნახევარზე მეტი მოდის მას შემდეგ, რაც ვაქცინაცის პროცესი დაიწყო. ეს იმის თქმის საფუძველს კი არ უნდა გვაძლევდეს, „რა მაგრები ვართ“, პირიქით, თუ საშუალებაა, რომ ერთი ადამიანი მაინც გადავარჩინოთ, თუ საშუალებაა, რომ ადამიანებმა პროფესიონალურად იმსჯელონ არა ტელევიზორში და სოციალურ ქსელებში, არამედ პროფესიულ დონეზე უნდა განვიხილოთ, როგორ შეიძლება სიკვდილიანობის შემცირება“,-განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, საქართველო არ უნდა შეედაროს იმ ქვეყნებს, რომლებმაც დიდი ხნის წინ ააშენეს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი ეკონომიკაც აძლევთ საშუალებას, რომ პანდემიას გაუძლონ.

„ჩავიხედოთ სარკეში და დავინახავთ ღარიბ ქვეყანას, დავინახავთ საკმაო პრობლემებს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციაში და ძალიან სერიოზულ მარცხს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, არა იმიტომ რომ ვინმე დავანაშაულოთ, არამედ ამ შეცდომების გამოსწორება დავიწყოთ“,-განაცხადა ურუშაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა