ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი
თენგიზ ცერცვაძე

დაიბადა 1948 წლის 16 მარტს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.

1972-1974 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1974-1979 წლებში იმავე ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი.

1979-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1981-1983 წლებში — უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;

1983-1986 წლებში — იმუნოფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე.

1986-1990 წლებში მუშაობდა ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს კლინიკური იმუნოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის გამგედ;

1990-2001 წლებში შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორად;

1997-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი;

2001-2007 წლებში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2004 წლიდან საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტია;

2006 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი;

2007 წლიდან ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკის „ჰეპა“ ხელმძღვანელი.

თენგიზ ცერცვაძე მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია. იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის, ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2019).[10] თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ჰყავს მეუღლე — რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ანა თოფურია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
ფინანსთა ყოფილი მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
ანდრია ურუშაძე მიიჩნევს, რომ „მწვანე პასპორტის“ გაუქმებამ კიდევ უფრო წაახალისა ის ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგი არიან
თენგიზ ცერცვაძე - არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ კოვიდავადმყოფების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენება შეიზღუდოს
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის დონე დაბალია,​ პირბადეების გამოყენება დაბალია, იმართება პერმანენტული ხალხმრავალი შეხვედრები და აქციები, რამაც ახალი შემთხვევების ზრდას ხელი შეუწყო
თენგიზ ცერცვაძე - ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით - დაბეჯითებით ვთხოვ, შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს
თენგიზ ცერცვაძე - იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით, რათა  მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას
თამარ გაბუნია - მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა, იყო საკმაოდ ძლიერი და არის
თენგიზ ცერცვაძე - შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა
თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის მაჩვენებელზე - ცალსახად მოსახლეობის პასუხისმგებლობაა - მთავრობამ შემოიტანა 5 დასახელების ვაქცინა
თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონი“ არ არის ჩვეულებრივი გრიპი, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს
თენგიზ ცერცვაძე - მივმართავ მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია - იყავით მშვიდად, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე და აიცერით!
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
თენგიზ ცერცვაძე - "ომიკრონი" 2-3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს, მაგრამ თუ ინფიცირების შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება
თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონი“ იწყება სიმპტომებით, როგორიცაა სურდო, ყელის, თავის ტკივილი და სისუსტე - ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, მათ იშვიათად ემართებათ
თენგიზ ცერცვაძე - დღეისთვის კოვიდის 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება, მაგრამ პრობლემა პაციენტების ნაკადების მართვაში ჯერჯერობით არ ყოფილა
თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი
თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მცხოვრებ ექიმს იაგო ფრანგიშვილს მიმართავს
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა არ ყალბდება
თენგიზ ცერცვაძე - ხელისუფლების მხრიდან რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი არის სუსტი ადგილი, ძალიან სუსტი
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა