ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - დეტალურად ვიცი ყველაფერი, რაც სხვადასხვა დროს  როტაციას უკავშირდებოდა - არც ინფორმაციის ნაკლებობა მაქვს და არც კონსულტაციების დეფიციტს განვიცდი

პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ნათია თურნავას, ის იყო ძალიან წარმატებული მინისტრი. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური ეკონომისტია ზოგადად საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამთავრობო ცვლილებები ჩაითვალა პრემიერის მხრიდან მიზანშეწონილად, რათა „რაღაც განახლდეს კონკრეტული მიმართულებებით“.

„ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მას მუშაობა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე. ეს იყო პანდემიის პერიოდი, პოსტპანდემიური პერიოდი. ის, რომ ჩვენ გვქონდა 10.6% ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ამაში მისი წილი არის ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე ვისარგებლებ შემთხვევით და გადავუხდი საჯაროდაც ძალიან დიდ მადლობას მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

რაც შეეხება ზოგადად მთავრობის შიგნით გადაადგილებას, ამას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზი. ამ შემთხვევაში როტაცია ჩაითვალა მიზანშეწონილად იმისათვის, რომ რაღაც განახლდეს კონკრეტული მიმართულებებით.

მე პრემიერთან მქონდა უშუალო წინასწარი დისკუსია რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე დეტალურად ვიცი ყველაფერი, რაც როტაციას სხვადასხვა დროს უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, მე არც ინფორმაციის ნაკლებობა მაქვს და არც კონსულტაციების დეფიციტს განვიცდი. მინდა გითხრათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთანაც არის მუდმივად კონსულტაციები მსგავსი ტიპის საკითხებთან. რაც შეეხება ყველა დეტალის ან ძირითადი დეტალების გასაჯაროებას, ამას არავინ აკეთებს არცერთ პოლიტიკურ სისტემაში. როდესაც გუნდის შიგნით ხდება როტაცია, გადაადგილება, ამას არ აქვს რაღაც განსაკუთრებული მძიმე მიზეზი. ბუნებრივია, ეს არის შიდა სამზარეულო. როდესაც ახალი კანდიდატია წარდგენილი, ბუნებრივია, იქ დეტალებია საჭირო იმისათვის, რომ ნდობა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ კითხვას და იმას, თუ რატომ „აღარ აკეთებს მედიასთან კომენტარებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე“,

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერი საკმაოდ ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და საზოგადოებას მისი მხრიდან ინფორმაცია არ აკლია.

„მე მგონია, რომ ასე არ არის, საკმაოდ ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე და საზოგადოებას არ აკლია ინფორმაცია უშუალოდ მისი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება მთავრობაში და როგორ მუშაობს მთავრობა, როგორ ხედავს ის ქვეყნის განვითარებას. არაერთი გამოსვლა ჰქონია, არაერთი ინტერვიუ ჰქონია მედიასაშუალებებთან. მე არა მგონია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ამის დეფიციტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა