თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილისგან მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო და ნაფიქრი პასუხები მივიღე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ძალიან საინტერესო და ნაფიქრი პასუხები მივიღე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან განიხილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

თაკო ჩარკვიანის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო.

„თავიდან უფრო ბუნდოვანებით დაიწყო შეხვედრა, გადავნაწილდით სხვადასხვა ოთახებში, შემდეგ უფრო საინტერესო გახდა. საუბრის დროს გამოიკვეთა სრულიად განსხვავებული ხედვა დ პროგრამები. უფრო გამოიკვეთა ის, რომ ასეთ პოლარიზაციას იწვევს რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ხელისუფლება არ უნდა უწყობდეს ხელს ტროლთა ინსტიტუტის დაფინანსებას.

ძალიან რბილად მიდიოდა საუბარი. მოგვიანებით, როდესაც 6 საათი შესრულდა, გვქონდა საშუალება ქალბატონ სალომესთან გასაუბრებისა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ძალიან საინტერესო და ნაფიქრი პასუხები მივიღე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, რამაც ობიექტურად გამიჩინა იმედი იმისა, რომ როგორც შეეძლება მას და რაც იქნება მის შესაძლებლობაში, ის ჩაერთვება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუცია არ გაბითურდეს და არ განადგურდეს მომავალში“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრისას, არ ყოფილა საუბარი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას