ხათუნა სამნიძე ეროვნული თანხმობის პროცესზე - იმედი მაქვს, მომავალში მიმდინარე პროცესებზეც და პოლარიზების დღევანდელ მიზეზებზეც შევძლებთ ვილაპარაკოთ

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას მან უმცირესობების უფლებებზე და თანასწორობაზე, ასევე სეკულარიზმზე ისაუბრა.

ამის შესახებ სამნიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს მიმდინარე პროცესებზე და პრობლემებზეც საფუძვლიანი მსჯელობაა საჭირო და მიიღეს დაპირება, რომ კონკრეტული მსჯელობებისთვის ჯგუფები შეიქმნება.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება სკეპტიკურადაა განწყობილი, ვფიქრობ, ამ პროცესში ჩართვა არის მნიშვნელოვანი. დღეს ძირითადად აქცენტები წარსულის გადახედვაზე გაკეთდა, მაგრამ ეს მიმდინარე პროცესია და აზრები გავცვალეთ, თუ რაზე შეიძლება იყოს დისკუსია მომავალში და როგორ ჯგუფებში. შემდეგი შეხვედრები უფრო კონკრეტული ხასიათის იქნება და კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართება. ამ შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებზეც ვისაუბრეთ და ჩავთვალეთ, რომ რადგან წარსულზე ვლაპარაკობთ და გვინდა მომავალში საზოგადოება ასეთი დაპირისპირებული არ იყოს, დღეს მიმდინარე პროცესებზე და პრობლემებზეც არის საფუძვლიანი მსჯელობა საჭირო, რაზეც დაგვეთანხმნენ და იმედი მაქვს, მომავალში, კონკრეტული მსჯელობებისთვის ჯგუფები როდესაც შეიქმნება, მიმდინარე პროცესებზეც და პოლარიზების დღევანდელ მიზეზებზეც შევძლებთ ვილაპარაკოთ. შემდეგ შეხვედრებზე არ იქნებიან მხოლოდ ქალები, იქნება თემატიკების მიხედვით. ეს არის მიმდინარე პროცესი, სატესტო რეჟიმი.

დაისვა მართლმსაჯულების საკითხი, მე, ჩემი მხრივ ვახსენე, რომ აუცილებელია უმცირესობების უფლებებზე და თანასწორობაზეც ვისაუბროთ და ასევე სეკულარიზმზე, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია, მაგრამ ამ მიმართულებითაც სერიოზული პრობლემებია ქვეყანაში. ეს იყო ორი საკითხი, რომელზეც ყურადღება გავამახვილე. დამშვიდობებისაც ქალბატონ პრეზიდენტს გავუზიარე ჩემი მოსაზრება, რომ მხოლოდ წარსულზე საუბარი არ იქნება საკმარისი, თუ დღევანდელ პრობლემებზეც არ ვისაუბრებთ. ჩემი მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა სამნიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა