ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში ძალიან ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ქონებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კალაძემ განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე არავითარ ინფორმაციას არ ფლობს.
„ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში ძალიან ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე. ფინანსდებოდა საკუთარი ოჯახის წევრების, მაგალითად, ბავშვების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან. მე ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია. საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იქნებოდა ჩემ მიმართ, ბიუჯეტიდან ფული რომ ავიღო და ჩემი შვილების სწავლა დავაფინანსო, ეს ნორმალურია? მახსოვს ასევე საჩუქრები კონკრეტული მეგობარი გოგონებისთვის. ეს ძალიან მძიმე თემა იყო, როდესაც პირადი დაკმაყოფილებების მიზნით ბიუჯეტი იძარცვებოდა“,-განაცხადა კალაძემ.