თუ აქამდე ეტეოდნენ ერთ ფანჩატურში, ახლა ერთი ქოლგის ქვეშ ცდილობენ დატევას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან გიგი უგულავას განცხადებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს ქოლგა პარტია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის.
იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს არა მხოლოდ ამომრჩევლის, არამედ ერთმანეთის მხარდაჭერაც აღარ აქვთ.
"როგორც ჩანს, ოპოზიციას უნდა გაიაროს მეტამორფოზა ფანჩატურიდან ქოლგამდე, სინამდვილეში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულის გამო მათი რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ თუ აქამდე ეტეოდნენ ერთ ფანჩატურში, ახლა ერთი ქოლგის ქვეშ ცდილობენ დატევას, მაგრამ როგორც ჩანს, იქაც ბევრი ადგილი აღმოჩნდება მათთვის, რადგან მათ ერთმანეთშიც უკვე აღარ აქვთ მხარდაჭერა,"- განაცხადა იონათამიშვილმა.