ადვოკატი - განჩინება, რომლითაც მოსამართლემ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღება პენიტენციურ სამსახურს დაავალა, იყო განჩინება-განჩინებისთვის

სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც მოსამართლემ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღება პენიტენციურ სამსახურს დაავალა, არ შეიცავს სათანადო მექანიზმებს, ეს იყო განჩინება - განჩინებისთვის, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება,,ყველამ კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში სათანადო მკურნალობა არ უტარდება,. ჩვენ ვითხოვთ განისაზღვროს საჭიროებები რაც არის როგორც პირადი ექიმის, ასევე ალტერნატიული კონსილიუმის წევრების მიერ მისი მონახულება”, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილთან საუბარი გუშინდელ სასამართლო პროცესს შეეხებოდა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩვენებაზე უარის თქმამ დაადასტურა, რომ განაჩენები, რომლებიც სააკაშვილის საქმეებზე დაუსწრებლადა არის მიღებული ,,ფარსი და დადგმული შოუა”.

,,ბუნებრივია ჩვენი საუბარი ეხებოდა ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩვენებაზე უარის თქმას. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ სიმართლის თქმაზე თავის შეკავება და იმის თქმა, რომ სიმართლე შეიძლება მის წინააღმდეგ შეტრიალდეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა მორღვეულია. სახელმწიფოს ყველა რგოლი და თანამდებობის პირები პირდაპირ არიან ჩართულნი სისხლის სამართლებრივ დევნაში, სიმართლის თქმაზე უარმა გააშვიშვლა ამ საქმეების პოლიტიკური მოტივაცია და დაადასტურა, რომ განაჩენები, რომლებიც სააკაშვილის საქმეებზე დაუსწრებლადაა მიღებული არის ფარსი და დადგმული შოუ. თემურ აჯანაშიას პერიოდში სახელმწიფო დაცვის სამსახური გასცემდა კვების, მკურნალობის, ავტომობილების ქირაობის ხარჯს, რაც ასევე გაგრძელდა ჩუბინიძის ხელმძღვანელობის პერიოდში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკაში”, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა