თინა ხიდაშელი - ორი მინისტრია დარჩენილი, რომელიც შესაცვლელი ჰყავს - შესაძლებელია, შს და საგარეო საქმეთა მინისტრები, დარწმუნებული ვარ, ზალკალიანი ბევრ რამეზე ხელს არ მოაწერს, ბოლოს მოსკოვში რომ დაიწყებენ სიარულს, აღარ გაჰყვება

არ მახსენდება არავინ მთავრობაში, ვინც შეიძლება ოდესმე რაიმე გაბედოს და საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ჰქონდეს იმ უწყების მიერ გასატარებელი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ხელმძღვანელობენ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში კიდევ დარჩა ორი მინისტრი, რომელსაც სავარაუდოდ, გაათავისუფლებს და ესენი საგარეო და შს მინისტრები იქნებიან.

„ორად ორი მინისტრია დარჩენილი, რომელიც შესაცვლელი ჰყავს, დანარჩენი ყველა პოლიტიკური წარსულისა და პოლიტიკური მომავლის არ მქონე ადამიანები არიან. მე არ მგონია, რომ თეა წულუკიანს გაუშვებს, ის მისთვის საიმედო საყრდენია. შესაძლებელია, ვისაუბროთ შინაგან საქმეთა მინისტრზე და გარკვეულწილად საგარეო საქმეთა მინისტრზეც, რომელსაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც ერთგვარად თვითმყოფადი, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და მისი ღირებულებები ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია და ბევრ რამეზე საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს არ მოაწერს. ბოლოში მოსკოვში რომ დაიწყებენ სიარულს იქ დათო [ზალკალიანი] აღარ გაჰყვება.

არ მახსენდება არავინ მთავრობაში, ვინც შეიძლება ოდესმე გაბედოს რაიმე. მე არ ვამბობ, რომ პრემიერს დაუპირისპირდეს, ეს არ არის ამოცანა არცერთი მთავრობის ეფექტურობისთვის. მე ვამბობ იმას, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ჰქონდეს იმ უწყების მიერ გასატარებელი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ხელმძღვანელობენ, საკუთარი დამოუკიდებელი უწყებრივი პოლიტიკა განახორციელოს. მათ უბრალოდ არ აქვთ ასეთი პოლიტიკური განაცხადი, არასოდეს არ ჰქონიათ და არც არასოდეს არ ექნებათ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა