მიხეილ სააკაშვილი - დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა, თუმცა, პროკურატურაში მიცემული აქვს საჩვენო ჩვენება

მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა - მაფია ფარავს დანაშაულის კვალს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არავის არაფერი გამოუვა, რადგან „ყველამ ყველაფერი იცის“.

„დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა. თუმცა, პროკურატურაში მიცემული აქვს საჩვენო ჩვენება. ეს იმავე სერიიდანაა, გორის ჩანაწერები რომ წაშალეს და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზით, ლონდა თოლორაია ჩანაწერებს არ აქვეყნებს.

მაფია ფარავს დანაშაულის კვალს. არაფერიც არ გამოუვათ, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ყველაფერი იცის“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარის მიერ მოწმის სახით იყო გამოძახებული, სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მისი განმარტებით, ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს განიხილეს, არანაირი შეხება არ აქვს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა