მინისტრები, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიცვალა ერთნაირად არიან პასუხისმგებლები იმაზე, რაც საქართველოს ეკონომიკას მოუვიდა. ლარის კურსი, ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ჯერ შენელება, მერე გაჩერება, ბიუროკრატიის ზრდა - ეს ყველაფერი მათი გადაწყვეტილებების შედეგია ჯამში, არა რომელიმე ერთი აღებული მინისტრის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეკონომიკის მინისტრ თურნავას თანამდებობიდან მოხსნის საკითხს.
გიგა ბოკერიას თქმით, ეკონომიკის მინისტრის ცვლილებით სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ.
„ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა იმ ტიპის ხელისუფლებაა, სადაც ასეთ ცვლილებებს კი არა ლამის პრემიერ-მინისტრი ვის ერქმევა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, მინიმუმ არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ. ეს მთავრობები, მინისტრები, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიცვალა, ერთნაირად არიან პასუხისმგებლები საკუთარ უპასუხისმგებლობაში იმაზე, რაც საქართველოს ეკონომიკას მოუვიდა. ლარის კურსი, ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ჯერ შენელება, მერე გაჩერება, ბიუროკრატიის ზრდა - ეს ყველაფერი მათი გადაწყვეტილებების შედეგია ჯამში, არა რომელიმე ერთი აღებული მინისტრის, არამედ ამ მასის რასაც ივანიშვილის გარემოცვა ჰქვია,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.