„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას მხოლოდ საარჩევნო ბარიერის საკითხის გადაწყვეტა მოახდენს.
როგორც ბოკერიამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის მონიტორინგის შესახებ გამოქვეყნებული შეფასების წარდგენაზე განაცხადა, თუ „ქართული ოცნება“ ვერ დაინახავს, რომ ბარიერის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, მისი მხრიდან ნაბიჯების გადადგმის შანსი არ იქნება.
„ერთადერთი კონკრეტული საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მოახდენს გავლენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს არის ბარიერის საკითხი. ოღონდ ამ საკითხშიც, თუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა არ დაინახავს, რომ გადაიხდის პოლიტიკურ ფასს ქვეყნის შიგნით და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მყისიერად ქვეყნის გარეთ, შანსი იმისა, რომ რაიმე ნაბიჯი გადაიდგას, ნულოვანი იქნება. თუ მათ არ იმუშავეს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც იყო ნაწილი ამ შეთანხმების, მაშინ ამის შანსი საერთოდ ნული იქნება,“ - განაცხადა ბოკერიამ.