საპენსიო სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან

საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებენ საზოგადოებას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამგვარი ინფორმაცია არა მხოლოდ საპენსიო სააგენტოს ულახავს რეპუტაციას, არამედ ზოგადად ნერგავს ნიჰილიზმსა და უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

„სამწუხაროდ, 8 თებერვალს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, ოპოზიციის ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „საპენსიო ფონდიდან დღეს სუსისთვის შკოდებს ყიდულობენ". სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბ-ნ გიგი უგულავას განცხადება წარმოადგენს სიცრუესა და უპასუხისმგებლო ბრალდებას. საპენსიო სააგენტოს საქმიანობა არის გამჭვირვალე, მისი ყველა ფინანსური, თუ არაფინანსური ინფორმაცია და გადაწყვეტილება ქვეყნდება პროაქტიულად და ისინი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ასევე, სააგენტო ღია რეჟიმში თანამშრომლობს საზოგადოებასთან და მზადაა ნებისმიერ შეკითხვაზე გასცეს ამომწურავი პასუხი შესაბამის ინფორმაციასთან ერთად.

საპენსიო სააგენტო კიდევ ერთხელ სთხოვს ყველას თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისგან”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა