მოსამართლემ ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ განმარტა, თუ რა შემთხვევაში აქვს მოწმეს აღნიშნულის უფლება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ განმარტა, თუ რა შემთხვევაში აქვს მოწმეს აღნიშნულის უფლება.

მოსამართლის თქმით, თუკი რჩება განცდა, რომ მოწმე სასამართლოში ჩვენების მიცემას თავს არიდებს, ეს საკითხი პროკურატურის შესაფასებელია.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ბატონი ანზორის ჩვენება სასამართლომ მნიშვნელოვნად რომ ჩათვალა მოცემულ საქმესთან შემხებლობაში, რელევანტურად რომ მიიჩნია, ამიტომაც მოხდა ჩემი მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება, დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ეს მოწმე დღეს სასამართლო პროცესზეა წარმოდგენილი, ეს არის სასამართლოს დამსახურება და ამ მხრივ სასამართლოს ვერ უსაყვედურებს ვერავინ, რომ ბატონი ანზორის ჩვენების მოსმენა მას არ უნდა. ეს ერთი, ახლა მეორე - თქვენთვის, მხარეებისთვის ცნობილია და საზოგადოებისთვის მინდა იყოს ცნობილი, მოწმეს ეკისრება არამხოლოდ ვალდებულება, რომ სასამართლოს მისცეს ჩვენება, ეს მისი ვალდებულებაა, რადგან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, მაგრამ ამავდროულად, მოწმე მხოლოდ ვალდებულებით არ არის აღჭურვილი, მას აქვს უფლება, არ მისცეს ჩვენება თავისი თავის, ან თავისი ახლობლების საწინააღმდეგოდ. მოცემული მოწმე სწორედ ამ შესაძლებლობით სარგებლობს, როგორც თვითონ აცხადებს, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს მისი ხელმძღვანელობის პერიოდზე, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილისთავის დახარჯილი ხარჯების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით, როგორც ამას თავად მოწმე ამბობს და მე ამას არ ვადასტურებ, რომ სინამდვილეს შეესაბამება, საჯარო წყაროებიდან ეს ჩემთვის ცნობილია, პროკურორებს არაერთხელ უთქვამთ, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად მიმდინარეობს თუ არა, ამის შეფასებაში მე ვერ შევალ, თუ ეს ვინმეს მიაჩნია, რომ ამ უფლებით სარგებლობა მიზნად ისახავს მოწმის ვალდებულებისგან თავის არიდებას, რომ მან სასამართლოს ჩვენება არ მისცეს, ეს ექვემდებარება შეფასებას, რის თაობაზეც შეფასება ბრალდების მხარემ უნდა გააკეთოს. სასამართლომ ეს პოზიცია უნდა მიიღოს მოწმისგან, ისე როგორც ამას აფიქსირებს მოწმე“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

დაცვის მხარისთვის გაუგებარი აღმოჩნდა მოსამართლის არგუმენტი, რის საფუძველზე დააკმაყოფილა მან მოწმე ანზორ ჩუბინიძის პოზიცია, რომლის თანახმადაც მან ჩვენების მიცემის გაგრძელებაზე უარი თქვა.

„ახლა მოწმემ რომ თქვას, ჯანაშია ჩემი ძმაა და ძმის წინააღმდეგ ვაძლევ ჩვენებასო, ამასაც მიიღებდით არგუმენტად, ბატონო მოსამართლე?”- მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კოჭლამაზაშვილმა ადვოკატებს უთხრა, რომ ის „ელემენტარულ ჭეშმარიტებას ამტკიცებინებდა“.

„ბატონო ანზორ, თქვენი პოზიცია მიღებულია ისე, როგორც ამას თქვენ უფიქსირებთ სასამართლოს, თქვენ არ გსურთ ჩვენების მიცემა, თუ ეს უსაფუძვლოა, ბრალდების მხარე უფლებამოსილია, ამას მსვლელობა და რეაგირება მისცეს. სასამართლოს არავითარი ბერკეტი არ აქვს იმისა, იძულება მოახდინოს მოწმეზე, ზემოქმედება, ან ზეწოლა და დაავალდებულოს მას ჩვენება მისცეს“, - მიმართა მოსამართლემ ჩუბინიძეს.

ადვოკატებმა კი კოჭლამაზაშვილს სთხოვეს, მოწმისთვის კიდევ ერთხელ ეკითხა, ხომ არ გადაიფიქრა ჩვენების მიცემაზე უარი.

„ხომ არ გადაიფიქრეთ?“ - ჰკითხა მოსამართლემ ჩუბინიძეს, რასაც მოწმემ ასე უპასუხა: „მე ვრჩები განცხადების ერთგული და არანაირი სურვილი არ მაქვს აქ მონაწილეობის“. აღნიშნულის შემდეგ ჩუბინიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა. ადვოკატებმა კი რეპლიკის სახით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ამ ნათქვამზე განაცხადეს, რომ „ანუ მოწმეს სურვილი არ აქვს“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა