მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას არასდროს ეთანხმებოდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ბრალდების მხარე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას არასდროს ეთანხმებოდა.

როგორც ჩაჩავა განმარტავს, ჩუბინიძეს იმ საქმესთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას წინააღმდეგ განიხილავენ, შემხებლობა არ აქვს. ამასთან, პროკურორის თქმით, მოწმეს ჩვენების მიცემას ვერ აიძულებენ.

„მოწმე დაცვის მხარის მიერ არის წარმოდგენილი. ბრალდების მხარის პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ ეს ადამიანი მოწმის სახით არ უნდა დაკითხულიყო, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მას შემხებლობა არ ჰქონდა სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ფარგლებში ვართ ამ საქმეზე, გვაქვს კონკრეტული მონაკვეთი კონკრეტულად მონაწილე პირების მიმართ, რომელთანაც ეს ადამიანი - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იმ პერიოდში, რასაც ჩვენ ვედავებით მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას, არ მონაწილეობდა ამ პროცესებში, შესაბამისად, არასდროს ვეთანხმებოდით ამ მოწმის დაკითხვას, დაცვის მხარემ გადაწყვიტა, რომ მოეყვანა. მოწმის ფუნდამენტური პრინციპია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი - ჩვენების მიცემაზე უარის თქმა და ასე იწყება ზუსტად, რომ არავინ არ არის ვალდებული, დაცვის მხარისგან ვისმენთ, რომ ვალდებულად თვლიან, რომ ჩვენება მისცენ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარის მოწმემ უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია, თავისი მოტივაციაც მიუთითა და დაცვის მხარის მტკიცება, რომ ვალდებულებას შეიცავს, რომ მოწმემ გინდა თუ არა, ჩვენება მისცეს, ვფიქრობ, ძალიან ზედმეტია. თქვენი გადასაწყვეტია საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ ვთვლით, რომ დაცვის მხარის მოწმემ თავისი აზრი და პოზიცია ჩამოაყალიბა და იძულებას ნამდვილად ვერ დავიწყებთ, რომ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცეს”, - განაცხადა ჩაჩავამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა