საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დატოვა.
მანამდე კი სხდომაზე მოწმის სახით შევიდა სახელმწიფი დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მხრიდან სახელმწიფო ქონების გაფლანგვის თაობაზე მისთვის ცნობილია.
„სინდისი არ შეგაწუხებთ ბატონო ანზორ?! ივანიშვილის მსახურობის გარდა, სინდისი არ გაქვთ? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? არ შეახსენებენ თქვენ შვილთაშვილებს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩაასმევინეთ ციხეში, თუ როგორ? სიტყვა სინდისი გაგიგიათ?! ჯანაშიას რომ უშვებთ ციხეში….თითიდან გამოწოვილი იქნება. რაც თქვენ ხელი გაქვთ მოწერილი და გასაიდუმლოებული, ამაზე შვილთაშვილს კითხვას არავინ დაუსმევს? ხუთი საუკუნის შემდეგ ისაუბრებენ ამაზე, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი პროცესი. იყო ვინმე ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც უარი თქვა თავისი კოლეგის გადარჩენაზე. იქნიეთ ახლა თავი რამდენიც გინდათ. მე გეუბნებით, რაც მოხდა. ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც თქვენი ლაქია ბოსი აქედან დაახვევს, ყველას უკან დაგიტოვებთ, როგორც ასლანმა მოიტოვა უკან თავისი დაცვა და ყველა. ამ დარბაზში, ასეთივე მოსამართლე თქვენ, ნამდვილად გაგიშვებთ ციხეში 11 და 17 წლითაც. გარდა ყველაფრისა, იქ დაემატება უამრავი სხვა დანაშაული. ამის გარანტიას გაძლევთ მე, მიშა სააკაშვილი. ჯერ არასდროს მსგავსი არაფერი შემშლია. ეს არ არის მუქარა, გეუბნებით, შეიცოდეთ თქვენი შვილთაშვილები იმისთვის, რასაც დღეს აქ ჩადიხართ. ამდენი მატყუარა და ლაჩარი როგორ შეიკრიბეთ ერთად, ამდენი ფლიდი როგორ შეიკრიბეთ?
ყველაფერი გასაგებია, აქ, რაც ხდება… ძალიან ვწუხვარ, რომ ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ნახცვლად ამას ჰქვია ოფიცერი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ანზორ ჩუბინიძის მისამართით, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი დატოვა.