მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს მინდა ვუთხრა: ცუდი ამბავი მაქვს შენთვის, ძალიან არასწორი "სტავკა" გააკეთე ძმაო

ცუდი ამბავი მაქვს შენთვის, ივანიშვილს მინდა ვუთხრა. ძალიან არასწორი "სტავკა" გააკეთე ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე „სტავკა“, ასე როგორ „დაგოიმდი“? - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილს.

მან აღნიშნა, რომ დღეს საქართველო რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ სრულიად მარტოა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა მოითხოვა.

„ჩირგვებში რომ დაიმალე და რეზოლუცია რომ გამოატანინე, ღარიბაშვილი რომ დაავადდა კოვიდით, როცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა. მან მოითხოვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედროდა, სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს. მოითხოვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, მას შემდეგ ღარიბაშვილი აორთქლდა, კოვიდი დაემართაო“, - მიმართა სააკაშვილმა ივანიშვილს.

მის თქმით, დღეს საქართველოს „სახუმარო სიტუაცია არ აქვს“.

„ახლა არის ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, სამწუხაროდ, ჩვენს საზღვრებსა და საზღვრებს შიგნით ხდება. აქტიური ბორდერიზაცია მიდის, 200 კვ კილომეტრის დამატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ივანიშვილი, რომელსაც თავი მოაქვს იმაზე, რომ მის დროს ომი არ იყო, მის დროს საქართველომ დაკარგა ქალაქ სოხუმისხელა ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე. როდესაც რუსეთს 2009 წელს ანაკლიის წაღება უნდოდა, მე მომიხდა ორჯერ ჩასვლა ბაიდენთან, მომიხდა პრეზიდენტ ობამასთან ჩასვლა და რამდენჯერმე დალაპარაკება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა საქართველოს არავისთან დაკავშირება აღარ შეუძლია.

„ჩვენ კოვიდი გვჭირს მასობრივად და საქართველო სრულიად დაუცველია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა