თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ჩვენებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსი - ანზორ ჩუბინიძე მისცემს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.