გიორგი ვაშაძე - ერთადერთი ქოლგა, რის ქვეშაც ვიქნები, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, დრო მოჭამა იდეებმა - ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა „ნაცმოძრაობის" გარშემო, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა

ერთადერთი ქოლგა, რის ქვეშაც მე ვიქნები, არის "სტრატეგია აღმაშენებელი", ვფიქრობ, დრო მოჭამა იდეებმა - ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა „ნაცმოძრაობის" გარშემო, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას, რომ ყველა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს. მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი" დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას, რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, ინდივიდუალურ შემთხვევებში გადაწყვეტს, ითანამშრომლოს თუ არა სხვა პარტიებთან.

მისივე თქმით, თუკი „ქართული ოცნებიდან" მათ ინიციატივებს მხარდაჭერა ექნება, მათთან ექნება კოორდინაცია.

„ამ სტრატეგიიდან ("ნაციონალური მოძრაობის" გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია) გამომდინარე "ქართული ოცნება" ფაქტია, რომ დღესაც ხელისუფლებაშია და სწორედ ეს უნდა "ქართულ ოცნებას", რომ ყველა გახადოს "ნაციონალური მოძრაობა", რომ მერე ილაპარაკოს - "ყველანი "ნაციონალური მოძრაობა" ხართ და მე უნდა დავრჩე ხელისუფლებაში". ამიტომ ჩვენი ამოცანაა განსხვავებული მიდგომების ჩვენება. ყველა თემასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად ვიღებთ საერთო პროცესში მონაწილეობას და სად არ ვიღებთ მონაწილეობას. უფრო მეტიც, საპენსიო სესხების შემცირების წესზე თუ დაგვთანხმდება "ქართული ოცნება", მათთანაც კი ვიქნები კოორდინაციაში, თუ მისცემენ ხმას იმ კანონპროექტს, რაც ინიცირებული გვაქვს. იმ გარღვევით ტექნოლოგიურ რეფორმაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს მომზადებული, თუ უმრავლესობა დაგვეთანხმება, მადლობას ვეტყვი, მივიღებთ ამ კანონს და თითოეული თქვენგანი ეკონომიკურად იგრძნობთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება. სწორ საკითხებზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან მზად ვართ სათანამშრომლოდ", - განაცხადა ვაშაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა