საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდპანდემიის გავლენით“ საკითხზე თემატურ მოკვლევას იწყებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდპანდემიის გავლენით" საკითხზე თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოებისთვის საფინანსო სფეროში სექტორული კვლევების ხელმისაწვდომობა. იცით რომ კოვიდპანდემიის პირობებში მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2019 წელს მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებაში 40.4 % იყო, პანდემიურ 2020 წელს 60 %- იან ზღვარს გადააჭარბა, 2021 წელს კი, ჩამოცდა კრიტიკულ ზღვარს და 51,1 % შეადგინა," - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით შეიქმნა თემატური ჯგუფი, რომელიც ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე იმუშავებს.

„იმედი მაქვს, რომ სამი თვის შემდეგ საინტერესო დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იქნება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა