პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ჩვენი ამოცანაა საბიუჯეტო პროცესის წარმართვა, ხელმძღვანელობა, საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, რაც მთავარ მიზანს წარმოადგენს და ასევე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკური წინსვლის საფუძველია,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა, როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობას, ასევე საზედამხედველო ფუნქციებსაც ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს კომიტეტის მიერ დაგეგმილია საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის და ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, მთავრობასთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივების იმპლემენტირება და რეფორმების გაგრძელება.

მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის და სხვა საფინანსო სტრუქტურების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვა, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა