სოზარ სუბარი - სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს, მომავალი ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში სხვა საქმე არ ექნება

სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს. მომავალი ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში სხვა საქმე არ ექნება, - ასე ეხმაურება დეპუტატი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ბადრი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტის საკითხი იმიტომ მიმდინარეობს, რომ საგამოძიებო კომისიას ხმები დააკლდეს.

როგორც სოზარ სუბარი განმარტავს, გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს როცა შეიკრიბება. მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხი არ იქნება პოლიტიკური ხასიათის, რადგან მსჯავრდებულის შემთხვევაში მანდატის შეჩერება არის გათვალისწინებული.

„სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს, ეს მისი საქმე იქნება უახლოესი, მინიმუ ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება. რაც შეეხება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება პოლიტიკასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ როცა კანონმდებლობა ამბობს, რომ ადამიანი არის მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულზე, მაშინ კანონი შესაბამისად ითვალისწინებს პროცედურის დაწყებას და პარლამენტის მანდატის შეწყვეტას. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გამოჩნდება შემდეგ კვირას. ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი ადამიანია იმისთვის, რომ შექმნან კომისია“, - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სააკაშვილის „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით“ სუბარმა განმარტა, რომ აღნიშნული კომისიის შექმნას მმართველი პარტიისგან მხარდაჭერა არ ექნება.

„კომისიას ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი კომისია. არაფერი საფუძველი ამ კომისიის შექმნას არ აქვს. არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც გააგრძელებს მუშაობას პირველი მარტიდან ახალ ამპლუაში, ისინი იძიებენ, არსებობს საგამოძიებო ორგანოები და თუ რამე დანაშაულს აქვს ადგილი, ისინი გამოიძიებენ, თუმცა მთელმა საქართველომ იცის რაც იქ ჩანს, სავარაუდო დანაშაული, რომელსაც სჩადის პატიმარი სააკაშვილი და არ ჩანს დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან, მაგრამ თუკი ლაპარაკია იმაზე, რომ გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი და გამოჩნდება ვინ არის დამნაშავე, მეც ვეთანხმები, რომ დიახ, უნდა გამოქვეყნდეს. მოვუწოდებ, სააკაშვილთან ერთად, ინსპექტორის აპარატს, რომ გამოაქვეყნონ სრული ჩანაწერი და ყველამ იცოდეს, სიმართლე რაც არის“, - განაცხადა სუბარმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა