ირაკლი კოვზანაძე - ლარის გამყარება ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს

ლარის გამყარება ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს, - ამის შესახებ საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს, თუმცა გამყარების მიზეზი არ არის რაიმე მყისიერი მოვლენა ან ერთჯერადი ქმედება.

„ლარის გამყარების საფუძველი შექმნა რამდენიმე გარემოების ერთობლიობამ: კერძოდ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (10.6%); სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (8-10.5%); იანვარში შემცირებული ფულის მასა (M2) დაახლოებით 700 მლნ. ლარით; მნიშვნელოვნად გაზრდილი ფულადი გზავნილები, გაზრდილი ექსპორტი.

ჩვენი ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის გაუფასურება, ანუ დევალვაცია მნიშვნელოვნად და პირდაპირ გადაეცემა ფასებს, ანუ აისახება ინფლაციაში. შესაბამისად ლარის გამყარება, ანუ რევალვაცია თავის მხრივ ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს. ასევე როგორც ეკონომისტი და ფინანსისტი აღვნიშნავ, რომ გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით, ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე,“ - განაცხადა კოვზანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა