კახა კალაძე - ყველა პარტიამ საკუთარ თავზე იწვნია, რა მიიღეს იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში მოხვდნენ - მათი მიზანია, დაიმონოს დანარჩენი პარტიები და შემდეგ „აბულინგოს“, ელისაშვილის მაგალითი ავიღოთ, რა უქნეს ბიჭს?!

ეს მწარე გამოცდილება ოპოზიციამ კარგად გაიზიარა, როდესაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში მოხვდნენ. რა მიიღეს ამით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავსა და პარტიის წარმომადგენლებზე იწვნია, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ინიციატივას, ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანების შესახებ.

როგორც კალაძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, დაიმონოს სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და შემდეგ „აბულინგოს ტელევიზიებით“, რის ერთ-ერთ მაგალითად, დედაქალაქის მერს ალეკო ელისაშვილის პარტია მოჰყავს.

„მე მგონია, რომ ეს მწარე გამოცდილება ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა, როდესაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში აღმოჩნდნენ და რა მიიღეს ამით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავსა და საკუთარი პარტიის წარმომადგენელზე იწვნია. შესაბამისად, ვფიქრობ, ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ „აბულინგოს“ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ეს ყველაფერი? ავიღოთ მარტივი, ელისაშვილის პარტიის მაგალითი, რა უქნეს ბიჭს?! გადაუარეს, გაანადგურეს, დღეს თვითონ შევიდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გიგი უგულავა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. როგორც უგულავა აცხადებს, ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს მოთხოვნა ექნება „ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს“ ისე, რომ იდენტობა არ დაკარგოს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა