ირაკლი ზარქუა - გიგი უგულავამ თავის დროზე ჯართი უწოდა სააკაშვილს და ახლა გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა მასთან ერთად - გინდ გაშლილი და გინდა დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა

გიგი უგულავამ თავის დროზე ჯართი უწოდა სააკაშვილს და ახლა გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა მასთან ერთად - გინდ გაშლილი და გინდა დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა, ერთ წრეზე ტრიალებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგი უგულავას მოსაზრებას, რომ ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება.

„უგულავას იდეა, არ ვიცი ეს ქოლგა დახურული იქნება თუ გაშლილი და საერთო ოპოზიციის რომელ ფლანგში გაერთიანდება, მაგრამ მგონია, რომ ხელმოცარულები, პოლიტიკურად გაკოტრებულები, კორუმპირებულები, მთელი წლები რომ ბიუჯეტს ხრავდნენ, გინდ გაშლილი და გინდა დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა, ისევ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ. რაც უნდა ქნან, როგორც უნდათ იტრიალონ, ხან დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, ხან გაშლილი. უბრალოდ, ალალად გეუბნებით, ჩვენც გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, რომ იყოს ჯანსაღი კამათი, უამრავი ხარვეზი და შეცდომააა, რასაც შეიძლება ვაკეთებდეთ, მაგრამ როცა უგულავა მორალის ენით გელაპარაკება, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა და ეს რაც დავუმტკიცეთ და სააკაშვილი იქიდან რომ ბრძნულ აზრებს დაწერს, როგორი უნდა იყოს დემოკრატია ქვეყანაში, ამას რომ არ მიიღებს არც მოსახლეობა, არც ჩვენ, ეს ხომ ყველამ იცის. ვიდრე ეს მოძველებული პოლიტიკოსები იქნებიან პოლიტიკაში, როგორც უგულავამ უწოდა თავის დროზე ჯართიო სააკაშვილს და ახლა გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა მასთან ერთად, რადიკალური ოპოზიცია იქნება ასეთ მდგომარეობაში,"- განაცხადა ზარქუამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა